| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, შემოქმედებითი ნიჭისა განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი დამრიგებლის - ნარა მარკოსიანის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ღონისძიება,რომელიც სომეხი მწერლისა და პოეტის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 157 წლისთავს მიეძღვნა. ამავე დღეს მოეწყო წიგნის ჩუქების დღე.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას.
„დღეს განსაკუთრებული დღე იყო ჩვენთვის, დღე, როდესაც წიგნი ხდება ხიდი გულიდან-გულამდე, თუმანიანის სიტყვა კი - სინათლე ჩვენს გზაზე. ამ ღონისძიებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუმანიანის სიტყვა ყოველთვის მიმართულია სიკეთის, სამართლიანობის და ჰუმანიზმისკენ.
დაე, მისმა შემოქმედებამ ჩვენს სულებში სიკეთის ცეცხლი მუდამ აანთოს,ხოლო წიგნი გახდეს ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობარი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა