სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლამ „ეტალონისგან“ მადლობის სიგელი მიიღო
18-02-2026
-
+


მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროექტებში მხარს უჭერენ და ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ - ვითარდებიან, იძენენ ახალ გამოცდილებასა და წარმოაჩენენ ცოდნას. 

მოსწავლეთა ცოდნისა და განვითარების ხელშეწყობისთვის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლამ „ეტალონისგან“ მადლობის სიგელი მიიღო. 

მოსწავლეთა საგანმანათლებლო წარმოჩენის, ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობისა და „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ კოორდინაციაში ჩართული პედაგოგებიც- ნაზიბროლა გულბანი, იამზე გადილია და ნინო გიგდელიანი. 

სკოლაში ახარებთ როგორც მოსწავლეთა აქტიურობა, ისე პედაგოგთა აქტიური როლი მომავალი თაობის მრავალმხრივ განვითარებაში. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება