სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლალი თეთრაძემ მე-3 კლასელებს წიგნიერების დღესასწაული მოუწყო
18-02-2026
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მოსწავლეებს წიგნთან მეგობრობას ასწავლიან. 

4 თებერვალს საქართველოში უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

წიგნის პოპულარიზაციისა და კითხვის კულტურის დამკვიდრების მიზნით, მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით. 

პედაგოგის თქმით, ღონისძიება ხელს შეუწყობს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას და მომავალში აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას.

ღონისძიების ფარგლებში, პედაგოგმა მოსწავლეებს დაახვედრა სასიამოვნო გარემო და წაუკითხა ო, ჰენრის მოთხრობა - „უკანასკნელი ფოთოლი“. ეს არის საოცარი ამბავი მეგობრობაზე, ზრუნვაზე, თავგანწირვასა და ადამიანურ ურთიერთობებზე.

პარალელურად ბავშვებმა უყურეს ვიდეომასალას, სვამდნენ და პასუხობდნენ კითხვებს, გამოთქვამდნენ ვარაუდებს, შეაფასეს და დაახასიათეს პერსონაჟები, გაიხსენეს მსგავსი მზრუნველობის შემთხვევები პირადი ცხოვრებიდან და მოთხრობის მთავარი სათქმელიც დაასახელეს.

ასევე, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით წაუკითხეს ერთმანეთს ამონარიდები საყვარელი წიგნებიდან.

ღონისძიების ხელმძღვანელი მადლობას უხდის სკოლის დირექტორ არჩილ ჩხაიძესა და მშობლებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. საქართველოში, წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართული დღე, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის (GPBA) ინიციატივით, ყოველწლიურად აღნიშნება. კამპანიის სლოგანია - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება