| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში, წარმოაჩენენ, ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს.
აღსანიშნავია, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“.
ინტელექტუალურ თამაშს - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, რომელიც ყოველწლიურად, პატრიარქის კურთხევით, იმართება, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ინეტრესით შეუერთდნენ.
გიმნაზიის წარმომადგენელმა გუნდმა, მასწავლებელ ანნა გორგასლიძის ხელმძღვანელობით, ღირსეულად იასპარეზეს ღირსეულ მეტოქეებთან - ჩოხატაურის გიმნაზიის მოსწავლეებთან და მეორე ადგილი დაიკავეს.
მოსწავლეები გააგრძელებენ მონაწილეობას კონკურსის მომდევნო ეტაპზე, სადაც კვლავ წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნას, შემართებასა და გუნდურ სულისკვეთებას.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლა გულწრფელად ულოცავს გუნდს წარმატებულ გამოსვლას და უსურვებს მოსწავლეებს მომავალ ეტაპზე საუკეთესო შედეგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა