სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნით ვიცი, წიგნმა მითხრა“ - შთამბეჭდავი პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში 
17-02-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში წარმატებით განხორციელდა შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტი -„წიგნით ვიცი, წიგნმა მითხრა“, რომლის ორგანიზატორი გახლდათ სკოლის ბიბლიოთეკარი ქალბატონი მაყვალა ტარტარაშვილი.

პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ IV (დამრიგებელი-ქალბატონი მარიამ ტაბატაძე) და V კლასების მოსწავლეები (დამრიგებელი-ქალბატონი თამილა ნადირაშვილი), რომლებმაც დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით წარმოადგინეს მხატვრული ნომრები, ლექსების დეკლამაცია და წიგნების მიხედვით შექმნილი ინსცენირებები.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვისადმი ინტერესის გაღვივება, წიგნთან ემოციური კავშირის დამყარება, პერსონაჟების უკეთ გააზრება და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის ხელშეწყობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეებში შემოქმედებითი, კომუნიკაციური, თანამშრომლობითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე გააძლიერა წიგნის მნიშვნელობის აღქმა, როგორც ცოდნისა და სულიერი განვითარების უმნიშვნელოვანესი წყაროსი.

პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა რუსული ენის მასწავლებელმა, დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელმა, რომლის აქტიური თანამონაწილეობით შეიქმნა თემატური კედლის გაზეთები და დეკორაციები.

სწორედ ამ ნამუშევრებმა შექმნა ბიბლიოთეკაში ლამაზი, შთამბეჭდავი და შემოქმედებითი გარემო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღონისძიების წარმატებაში. ესთეტიკურად გაფორმებული სივრცე ქმნის პირველ დადებით შთაბეჭდილებას და ტოვებს წარუშლელ კვალს დამსწრე საზოგადოებაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ინტერესს წიგნის მიმართ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დაწყებითი კლასის მასწავლებლები და სკოლის პედაგოგები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებს.

მოსწავლეთა ჩართულობა იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი. მათ დიდი პასუხისმგებლობითა და ემოციით წარმოადგინეს თავიანთი როლები, რითაც კიდევ ერთხელ გამოავლინეს წიგნისადმი სიყვარული და შემოქმედებითი პოტენციალი.

ღონისძიების დასასრულს პროექტი დადებითად შეფასდა, როგორც სკოლის დირექტორის, ასევე დამსწრე პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ეკატერინე ჩიტაურმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორს - მაყვალა ტარტარაშვილს ინიციატივისა და წარმატებული განხორციელებისთვის, ასევე IV კლასის დამრიგებელს - მარიამ ტაბატაძეს მოსწავლეთა მსახიობური ნიჭის გამოვლენისთვის და V კლასის დამრიგებელს - თამილა ნადირაშვილს მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი მხატვრული ნომრების მომზადებისთვის და ქალბატონ დარეჯანს მხარდაჭერისათვის.

სკოლის დირექცია ულოცავს პროექტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ამ წარმატებას და უსურვებს მომავალშიც მრავალი საინტერესო და შინაარსიანი პროექტის განხორციელებას, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს წიგნის კულტურას და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას.

„წიგნი არის ცოდნის, ემოციებისა და შთაგონების ყველაზე საიმედო მეგზური და სწორედ ასეთი პროექტები აძლიერებს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მოსწავლეთა ცხოვრებაში“, - დასძენენ სკოლაში და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება