| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით გამოირჩევიან, მათი მონდომება კი დირექციისა და პედაგოგთა მხრიდან წახალისებული და მხარდაჭერილია.
სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით და STEM -კათედრის ფასილიტაციით (პედაგოგები - ხათუნა ლომიძე, ცირა ბრეგვაძე) მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
„დასვი ერთი კითხვა - დაიწყე დიდი აღმოჩენა“ - ასეთია სკოლის მოსწავლეთა ინიციატივა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და აღნიშნეს, რომ მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რათა:
• დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც მეცნიერებაზე მუშაობენ;
• შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ახალი აღმოჩენები ცვლის ჩვენს ცხოვრებას;
• უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ შანსი, დაინტერესდეს მეცნიერებით.
„მეცნიერება შეიძლება შენგან დაიწყოს!“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებს ცოდნის შეძენისა და კვლევა-ძიებისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა