სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
17-02-2026
-
+


ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხალისით აღნიშნეს. 

მე-2ა, მე-2ბ, მე-2გ კლასის მოსწავლეებს, დამრიგებლებმა - თამარ ბერაძემ, როენა სირბილაძემ და ინგა ბიბიჩაძემ წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს.

„წიგნი ტკბილია, ვითარცა თაფლი და პატიოსანი, ვითარცა ოქრო მრავალი” -ეს ერთი ფრაზაც კი ნათლად ასახავს მის სასიცოცხლო მნიშვნელობას; წიგნი ხომ მხოლოდ ტკბილი საკითხავი ან ძვირფასი ნივთი არ არის - ცოცხალი ენერგიაა, რომელიც ადამიანის სულს აშენებს, ყველაზე ერთგული მეგობარია, დიდ ცოდნას გვჩუქნის და სიკეთეს გვასწავლის. როცა წიგნს ვკითხულობთ, ჯადოსნურ სამყაროში ვმოგზაურობთ და უფრო ჭკვიანები ვხდებით“,- შეახსენეს პედაგოგებმა მოსწავლეებს. 

​მეორე ა, ბ, გ კლასის მოსწავლეებმა კი ჯადოსნური და მხიარული განწყობა შექმნეს წიგნის კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

პატარებისთვის საინტერესო ვიქტორინა მოეწყო, რომელიც მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა და მოსწავლეები წიგნის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება