სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარსულის გაკვეთილები - ქმედება მომავლისაკენ“ - მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
16-02-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში გაიმართა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი თემაზე - „წარსულის გაკვეთილები - ქმედება მომავლისაკენ“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ჰოლოკოსტის ისტორიის გააზრება, ადამიანის უფლებების მნიშვნელობის გაცნობიერება, ტოლერანტობის, ემპათიისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აქტივობაზე, გაეცნენ „ანა ფრანკის დღიურებს“, იმსჯელეს ჰოლოკოსტის ისტორიულ მოვლენებზე, გააანალიზეს ადამიანის უფლებების დარღვევის მიზეზები და შედეგები, შექმნეს თემატური პრეზენტაციები, კედლის გაზეთები და მაკეტები. მათ დიდი პასუხისმგებლობითა და ემოციით წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, რაც ნათლად ასახავდა მათ მიერ მიღებულ ცოდნასა და გააზრებას.

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა:

გაიღრმავეს ცოდნა ჰოლოკოსტისა და ადამიანის უფლებების შესახებ;

• გააცნობიერეს ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის მნიშვნელობა;

განივითარეს კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და თანამშრომლობის უნარები;

• ჩამოუყალიბდათ ტოლერანტული დამოკიდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდა;

• შეძლეს ისტორიული მოვლენების დაკავშირება თანამედროვე რეალობასთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, დაწყებითი კლასის მასწავლებლები, სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლები და სკოლის პედაგოგები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს პროექტის მნიშვნელობას, მიზნობრიობასა და მიღწეულ შედეგებს.

მოსწავლეთა ჩართულობა იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში, პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ დავალებებს და მაღალი მოტივაციით წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები.

ღონისძიების დასასრულს პროექტი დადებითად შეფასდა როგორც სკოლის დირექტორის მოადგილის, ასევე დამსწრე პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს: ნანა გახოკიძესა და თამილა ნადირაშვილს ინიციატივისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

„ასევე, მადლობა კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის. მადლობა დამსწრე მასწავლებლებს დისკუსიისთვის და პროექტის დაინტერესებისთვის.

აღნიშნულმა პროექტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ განათლება არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს გააცნობიერონ წარსულის გაკვეთილები, დაიცვან ადამიანის უფლებები და ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებელ, ჰუმანურ და შეგნებულ მოქალაქეებად.

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ მომავალშიც ასეთივე წარმატებულ და მნიშვნელოვან ინიციატივებს!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება