სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნეს 
16-02-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელი ფიროსმანის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებები, რომლებიც კითხვის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, 2 - 4 თებერვალს გაგრძელდა. 

საერთაშორისო დღე, რომელიც მიზნად ისახავს კითხვის პოპულარიზაციას, წიგნიერების ამაღლებას და საჯაროდ კითხვის ტრადიციის დამკვიდრებას,  მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის - მზია არაბულის ხელმძღვანელობით აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჩატარდა პატარა, მაგრამ ძალიან თბილი ღონისძიება.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს მხატვრულად და  საკუთარი ხელით დაამზადეს პატარა წიგნები, რომლებშიც თავიანთი ფიქრები, ნახატები და ოცნებები გააცოცხლეს.

„ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნი არის მეგობარი, რომელიც გვასწავლის
ფიქრს, სიყვარულს და სამყაროს შეცნობას.  წიგნი არის გზა ცოდნისკენ და ოცნებებისკენ“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გზავნილს ინგლისური ენის გაკვეთილზეც შეუერთდნენ მოსწავლეები. აქტივობას ორგანიზება ინგლისური ენის მასწავლებელმა - ლეილა ტარიელაძემ გაუწია. 

მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს, ინგლისურენოვანი წიგნები. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო კითხვის სიყვარულის გაღვივება, განსაკუთრებით ბავშვებში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება