სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა თეატრის სცენაზე „პეპი გრძელწინდა“ ნახეს
16-02-2026
-
+


თეატრი ბავშვებისთვის სწავლისა და გართობის უნიკალური სივრცეა, ამიტომ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებას და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილებას ჩუქნიან. 

ახლახან, მე-3გ კლასის მოსწავლეები,  დამრიგებელის - ირმა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, თაატრს სტუმრობდნენ. 

მას შემდეგ, რაც მე-3 კლასელებმა კლასგარეშე კითხვის ფარგლებში ინტერესით წაიკითხეს - „პეპი გრძელწინდა“ და შეიყვარეს მისი თავგადასავლები, მათ გადაწყვიტეს საყვარელი გმირი სცენაზეც ენახათ. სწორედ ამიტომ დაესწრნენ ამავე სახელწოდების სპექტაკლს, რომელმაც ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

სცენაზე მათ იხილეს ცელქი, უშიშარი და საოცრად მხიარული გოგონა, რომელსაც აქამდე მხოლოდ წიგნის ფურცლებზე ხვდებოდნენ. ცოცხალმა თამაშმა, ფერადმა დეკორაციებმა და მხიარულმა ეპიზოდებმა პერსონაჟი კიდევ უფრო ახლობელი და რეალური გახადა.

მოსწავლეებმა ინტერესით გაავლეს პარალელები ნაწარმოებსა და სპექტაკლს შორის, იმსჯელეს მსგავსებებსა და განსხვავებებზე და კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდნენ პერსონაჟების ხასიათებსა და ამბის მთავარ იდეებს.

„ეს დღე ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - წიგნიდან დაწყებული მოგზაურობა თეატრის სცენაზე გაგრძელდა, ხოლო ბავშვები ახალი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დაბრუნდნენ სკოლაში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება