| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

6 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ არქივში, ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები დაესწრნენ.
მოსწავლეებისთვის გაიმართა კინოჩვენება. მათ ეროვნული არქივის კინოკოლექციაში დაცული დოკუმენტური ფილმი „ივანე ჯავახიშვილი“ (1975 წელი) ნახეს და ისტორიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მეტი შეიტყვეს.
კინოჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა - „წმინდა ნინო საქართველოს განმანათლებელი“ დაათვალიერეს. ექსპოზიცია საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება და მასზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული წმინდა ნინოსთან დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული საბუთები და ფრესკების რეპროდუქციები.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ღონისძიების ბოლოს გიმნაზიას საჩუქრები გადაეცა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა