სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში შეიტანეს წვლილი
16-02-2026
-
+


„წიგნი - წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია“- აღნიშნავენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში და წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ყოველწლიურად აქტიურად უერთდებიან. 

ტრადიციულად , წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, სკოლაში განსაკუთრებული განწყობა სუფევს - მოსწავლეები ერთმანეთს წიგნის კითხვის სიყვარულს უზიარებენ და საკუთარი წვლილი შექვთ წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში. 

ამჯერად, უფროსკლასელებმა წაიკითხეს ნაწყვეტები უკვდავი პოემიდან "ვეფხისტყაოსანი", პატარებმა კი ქართული ხალხური ზღაპრებიდან ნაწყვეტები.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნთან მეგობრობის მნიშვნელობა და საზოგადოებას მოუწოდეს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება