სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბარალეთის ძველი ტრადიციები და ცხოვრების წესი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ბარალეთის N2 სკოლაში
16-02-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, ღონისძიება თემაზე -  „ბარალეთის ძველი ტრადიციები და ცხოვრების წესი“, რომელიც ნინელი ანანიაშვილის,  მაკარ ისაკიძის და თეიმურაზ გოგოლაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიების მიზანი იყო ბარალეთის ისტორიული წარსულის, ტრადიციების, ცხოვრების წესისა და ხალხური ჩვეულებების გაცნობა და პოპულარიზაცია.

სკოლაში ასევე, მოეწყო ძველი ყოფითი ნივთების გამოფენა, რომლებიც ნათლად ასახავდა იმდროინდელ ცხოვრების წესს, შრომის პროცესსა და ტრადიციებს.

პედაგოგმა, ნინელი ანანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თითოეული გამოფენილი ნივთის გამოყენების ისტორია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის რესურსცენტრის წარმომადგენლები -  თერეზა ჩივჩიანი, მ.მელიქიძე და ჯავახეთის მკვიდრი, მკვლევარი და პუბლიცისტი, კუკური მეტრეველი, ბარალეთში არსებული სომხურენოვანი სკოლის დირექტორი და მოსწავლეები.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა  წარმოადგინეს ბარალეთის ძველებური დღესასწაულების ისტორიები, ტრადიციული რიტუალები და მათი მნიშვნელობა ხალხის ცხოვრებაში.

ამასთან ერთად, გაანალიზებული იყო განათლების განვითარების ისტორია ბარალეთის სკოლების და სასწავლო პროცესის ჩამოყალიბების ეტაპები წარსულიდან დღემდე. გამოფენილმა ექსპონატებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე დამსწრე საზოგადოებაში და ხელი შეუწყო ისტორიული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივებას, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება