სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ მოდებაძე და ნუცა სამხარაძე ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
16-02-2026
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იმდიდრებენ ცოდნას და წარმოაჩენენ შესაძლებლობებს. 

მათ შორის მოსწავლეებმა - მარიამ მოდებაძემ და ნუცა სამხარაძემ წარმატებით იასპარეზეს ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში. 

მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლამ ისრაელის საელჩოსგან მადლობის წერილიც მიიღო. 

„ძვირფასო კონკურსის მონაწილე, ძვირფასო მასწავლებლებო და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებო, ისრაელის საელჩოს სახელით გვსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სასკოლო კონკურსში მონაწილეობისთვის.

ძვირფასო მოსწავლე, თქვენმა ნამუშევარმა გამოავლინა დიდი შრომა, შემოქმედებითი მიდგომა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული და მორალური საკითხის მიმართ. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ როგორც მოსწავლეთა ჩართულობას და კრეატიულობას, ასევე მასწავლებლებისა და სკოლის მხარდაჭერას, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ პროცესში.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს მომავალში“,- ვკითხულობთ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება