| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. ტრადიციულად, სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე.
დღე, რომელიც კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად ყოველწლიურად, თებერვალში აღინიშნება და მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს. სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები ერთი სლოგანის „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - გარშემო ერთიანდებიან.
ეს ტრადიცია ხმამაღლა, ერთად კითხვისა და ისტორიების გაზიარების მნიშვნელობაზეა დაფუძნებული. ეს დღე ასევე მოტივაციას სძენს მშობლებს, ხმამაღლა წაუკითხონ შვილებს სხვადასხვა ისტორია და შეაყვარონ წიგნების კითხვა.
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება. არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი, როგორც ყოველთვის, დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა - მარინა გაფრინდაშვილმა, ასმათ მუმლაძემ, ნაირა ბაბლიძე-აბდუშელიშვილმა, მაკა ცერცვაძემ, მოსწავლეებთან ერთად საჯაროდ წაიკითხეს სხვადასხვა მწერლის ნაწარმოები და შეეცადნენ მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას.
პატარებიც ხალისით ჩაერთნენ ამ აქტივობაში და ერთმანეთს სხვადასხვა სახის მხატვრული ლიტერატურა წაუკითხეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა