| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, მეგობრობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას ასწავლიან.
მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - დიანა ზურებიანისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - თამთა გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, უყურეს ანიმაციას - „ბიჭი, მელა, ცხენი და თხუნელა“ და შემდეგ ერთად გაარჩიეს მისი მთავარი იდეა და პერსონაჟები.
საუბარი შეეხო მეგობრობას, მხარდაჭერას, შიშის გადალახვას და სიკეთის ძალას. იმ მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან გზავნილებს, რომლებიც ბავშვებმა ძალიან გულწრფელად დაინახეს და გაიაზრეს.
„ასეთი პატარა ისტორიები დიდ ფიქრებს ტოვებს… და ალბათ სწორედ აქედან იწყება ადამიანობა...“,- გვეუბნებიან პედაგოგები და მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა