სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლის ინგლისური ენის კლუბის ინტელექტუალური მოგზაურობა დეტექტივის სამყაროში
16-02-2026
-
+


არტურ კონან დოილის - „შერლოკ ჰოლმსი“ კიდევ ერთხელ იქცა ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის - Beam With Books-ის შთაგონების წყაროდ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს არ ყოფილა მხოლოდ წიგნის კითხვა - ეს იყო ნამდვილი ინტელექტუალური მოგზაურობა დეტექტივის სამყაროში, სადაც ყოველი დეტალი მნიშვნელობას იძენს, ხოლო ლოგიკა მთავარ იარაღად იქცევა.

წიგნის კითხვისა და სიღრმისეული განხილვის შემდეგ, მოსწავლეებმა შერლოკ ჰოლმსის ამბავი ეკრანზეც გააცოცხლეს. ფილმის ყურებამ პერსონაჟები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და მოსწავლეებს ანახა, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ტექსტი განსხვავებულად იქნეს აღქმული ლიტერატურასა და კინოში.

პროექტის ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებმა მოისმინეს საჯარო ლექცია, რომელიც, როგორც სკოლაში დასძენენ, მათ დაეხმარება უკეთ გაიგონ შერლოკ ჰოლმსის ფენომენი - რატომ რჩება იგი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საინტერესო ლიტერატურულ გმირად მთელ მსოფლიოში.

„ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის ... ჩვენი კლუბის წევრები შემოგთავაზებენ შერლოკ ჰოლმსის ჩვენეულ ვერსიას - ახალ ხედვას, ახალ ინტერპრეტაციას და განსხვავებულ დეტალებს, რომლებიც კლასიკურ ისტორიას თანამედროვე თვალით გააცოცხლებს.

შერლოკ ჰოლმსი გვასწავლის დაკვირვებას, კრიტიკულ აზროვნებას და იმ რწმენას, რომ სიმართლე ყოველთვის დეტალებში იმალება. სწორედ ამ გზით ვაგრძელებთ ჩვენც - კითხვით, განხილვით, ანალიზითა და შემოქმედებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება