| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებასა და, რაღა თქმა უნდა, წახალისებას ემსახურება.
აღსანიშნავია მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული ღონისძიება, რომელიც მეტად საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმართა.
მე-2 კლასელებმა წარმოადგინეს სანახაობა თემზე - „წელიწადის ოთხი დრო“, მე-3 კლასელებმა კი როლი თამაშით სპექტაკლი „ექიმი და ავადმყოფი“ გაითამაშეს.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
„ძალიან ვაამყობთ, ტომ ასეთი ჭკვიანი და მონდომებული მოსწავლეები გვყავს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა