| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის ისტორიისა და სახელოვანი წინაპრებია პატივისცემას ასწავლიან და მოწაფეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
დავით აღმაშენებელს ქართული ეკლესია 8 თებერვალს იხსენიებს სკოლაში თარიღი დიდი პატივისცემით აღნიშნა.
ამ დღისთვის მოსწავლეებმა (ანა იაკობაძემ, მარიკა შაინიძემ და გიორგი დუმბაძემ) მოამზადეს და უმცროსკლასელებს გააცნეს პრეზენტაციები, რომლებშიც ამომწურავად ისაუბრეს მეფეთ-მეფის დამსახურებასა და ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე. ასევე გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც ბავშვებმა უპასუხეს კითხვებს დავით აღმაშენებლის შესახებ.
თამაშის გამარჯვებული გახდა გუნდი - „მომავლის თაობა“ (მე-8 კლასი).
„ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა, რადგან ისაა ძლიერი მომავლის გარანტი. მადლობა პედაგოგებს - ლია კოტრიკაძეს, დალი კილაძესა და ხათუნა კიწმარიშვილს, მადლობა მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა