| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №37 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საქართველოს ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლის არაერთ კლასში აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
სკოლის IIბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - როენა სირბილაძის ხელმძღვანელობით, საინტერესოდ აღნიშნეს თარიღი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ დღემ პატარებს კიდევ ერთხელ შეახსენა დავით აღმაშენებლის სიდიადე, მისი თავდადება და სიბრძნე.
მოსწავლეები გულდასმით გაეცნენ მეფის ცხოვრების გზას, მის მოღვაწეობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს.
დავით აღმაშენებლის გახსენება კი ვიქტორინით დაგვირგვინდა, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
„დღევანდელი ვიქტორინა იყო ერთგვარი შეჯამება წაკითხულისა, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება დავით აღმაშენებლის სახელისადმი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა