| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა და მისი უდიდესი ღვაწლი საქართველოს წინაშე.
„ჯერ კიდევ 16 წლისა, 1089 წელს, მას მეფის გვირგვინი დაიდგა და მთელი ცხოვრება საქართველოს გაძლიერებასა და განვითარებაზე ზრუნვას შეალია. ისტორია მას ასე მოიხსენიებს: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა“. დავით აღმაშენებელი იყო ჭკვიანი, მამაცი და მიზანდასახული მეფე, რომელმაც თავისი იდეები რეალობად აქცია – მისი მმართველობის დროს საქართველო ძლიერი, გაერთიანებული და ეკონომიკურად მყარი ქვეყანა იყო. დღესაც ვოცნებობთ ქვეყნის ერთიანობას და დავითისეული ძლიერების დაბრუნებას“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა შემდეგ კი პედაგოგის დახმარებით მოიძიეს შესაბამისი ვიზუალური და ტექსტური მასალა, დაამუშავეს და შეარჩიეს სანდო ინფორმაცია.
ნასწავლი თემების გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც პრაქტიკულად გამოიყენეს შემდეგი უნარები:
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილმა ხელი შეუწყო როგორც ციფრული კომპეტენციების განვითარებას, ისე ისტორიული ცნობიერების გაღრმავებას და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა