სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა 
11-02-2026
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ცდილობენ. 

შესაბამისად, სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე არაერთმა კლასმა აღნიშნა და მეფეთ-მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხა. 

„დავით აღმაშენებელი არის მეფე, რომლის სახელი ქართველებისთვის ძალას, ერთობას და გამარჯვებას ნიშნავს“, - აღინიშნა II კლასში, რომლის მოსწავლეებმა გაიხსენეს დავით აღმაშენებლის ისტორიული როლი საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერების საქმეში.

გაკვეთილს განსაკუთრებული ხალისი შესძინა VI კლასის მოსწავლეთა ჩართულობამ. მათ უმცროსებს საინტერესო ინფორმაცია და სახალისო აქტივობები გაუზიარეს.

„ეს დღე იყო სიყვარულით სავსე საქართველოს ისტორიისადმი. მადლობა ყველა მონაწილეს თანამშრომლობისა და აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი ხათუნა გორაშვილი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა. 

დავითობა II და II კლასების მოსწავლეებმა მეგობრული და ინფორმაციული ხასიათის შეკრებით აღნიშნეს. საგანმანათლებლო ღონისძიება სახელწოდებით - „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია” - მეფე მწიგნობარი, მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა ჯოხაძე- ცხვედიანი და ეკატერინე ბითაძე. 

დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიუძღვნეს პედაგოგ მაიკო თაბუაშვილის მოსწავლეებმა. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს მეფეთ-მეფის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და აღნიშნეს, რომ ისტორიაში იშვიათად ჩნდებიან ადამიანები, რომელთა სახელი საუკუნეებს უძლებს. დავით აღმაშენებელი კი სწორედ ასეთი პიროვნებაა - მეფე, რომელმაც რწმენით, გონიერებითა და შეუპოვრობით საქართველოს ბედისწერა შეცვალა. მის სახელთან ასოცირდება აღორძინება, გამარჯვება და სულიერი სიმტკიცე.

საინტერესოა პედაგოგ სოფი ბაქუზანაშვილის მოსწავლეთა თვალით დანახული დავით აღმაშენებელი.

პედაგოგმა მოსწავლეებს მოასმენინა და აჩვენა ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე. მოსმენილის მიხედვით კი მოსწავლეებმა ტესტი დაწერეს. 

როგორც პედაგოგი გვიყვება, ბავშვებმა ჩაწერეს ფრაზები დავით მეფეზე და თავიანთი სიტყვებით გააცოცხლეს ისტორია.

„ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დავითის ფრესკა „გავაცოცხლეთ“ ანა კალანდაძის ლექსით - „ფეხი დამადგით“. შემდეგ კი წარმოიდგინეს, რომ თავად იყვნენ ხუროთმოძღვრები და დახატეს, რას აუშენებდნენ ქვეყანას - ბავშვებმა დახატეს ეკლესია, სკოლა“,- გვეუბნება პედაგოგი. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 901 წელი გავიდა.

იხილეთ ვიდეო

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება