| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
დღეს, 11 თებერვალს მსოფლიოში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს აქტიურად გამოეხმაურნენ იანეულის საჯარო სკოლაში.
პედაგოგი მოსწავლეებს ცნობილი ქალი მეცნიერების შესახებ ესაუბრა. ბავშვებმა მათი მიღწევებისა და გამოგონებების შესახებ შეიტყვეს და პრეზენტაციას დიდი ინტერესეით მოუსმინეს.
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა