სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქა შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცოცხლეს
11-02-2026
-
+


რუსთავის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პატრიოტულ მოტივებსა და ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გრანდიოზულად აღინიშნა „დავითობა“ - დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიება განსაკუთრებული მასშტაბითა და ემოციური სიღრმით გამოირჩეოდა და მაყურებლის წინაშე დავითის ეპოქა მართლაც გაცოცხლდა.

სცენაზე მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ისტორია ცოცხალ წარმოდგენად აქციეს. მათ დამაჯერებლად გადმოსცეს დავით აღმაშენებლის გამეფების ეპიზოდები, მისი გონივრული და მასშტაბური რეფორმები, ქვეყნის გაერთიანების გზა, საშინაო და საგარეო პოლიტიკის სირთულეები და წარმატებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის საგანმანათლებლო მოღვაწეობას - სწორედ იმ საქმიანობას, რის გამოც ისტორიამ მას „აღმაშენებელი“ უწოდა.

ღონისძიების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი გახლდათ ისტორიის მასწავლებელი ქეთევან სადაღაშვილი, რომლის ძალისხმევითაც მხოლოდ სასკოლო აქტივობა კი არა, ნამდვილი ისტორიული მოგზაურობა გახდა. მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ქართული სული, პატრიოტული სულისკვეთება და ის ერთობა, რომლითაც დავით აღმაშენებელმა თავის ეპოქაში ქართველი ხალხი ერთ მუჭად შეკრა და გააერთიანა.

„ამგვარი ღონისძიებების მნიშვნელობა მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება. ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეთა გონებრივ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. ისტორიული მასალის დამუშავება, როლების მორგება და საჯარო გამოსვლა ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, მეტყველების კულტურას, გუნდური მუშაობის უნარსა და პასუხისმგებლობის გრძნობას. სცენაზე დგომა აძლიერებს თავდაჯერებულობას, ემპათიას და საკუთარი იდენტობის გააზრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ როდესაც ახალგაზრდა თაობა თავად აცოცხლებს ქვეყნის წარსულს, ისტორია მათთვის მხოლოდ სახელმძღვანელოს ტექსტი აღარ არის - ის ხდება განცდა, გამოცდილება და ღირებულება. ასეთ აქტივობებში მონაწილეობის შედეგად ბავშვები უკეთ აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს მამული, ენა და სარწმუნოება - ის სამეული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა ქართველთა ეროვნულ თვითმყოფადობას.

„რუსთავის N3 საჯარო სკოლაში ჩატარებულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის სწავლება არა მხოლოდ ფაქტების დამახსოვრების გზით, არამედ შემოქმედებითი და ემოციური ჩართულობით. სწორედ ასეთი საღამოები ქმნის მომავალ მოქალაქეებს, რომლებიც იცნობენ საკუთარ ფესვებს და ამაყობენ თავიანთი ბუმბერაზი წინაპრებით.

ვუსურვოთ ჩვენს ახალგაზრდებს, არასოდეს დავიწყებოდეთ თავიანთი ქვეყნის დიდებული წარსული, არასოდეს დაკარგონ ერთობის სული და მუდამ ახსოვდეთ მთავარი - მამული, ენა და სარწმუნოება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება