სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოცხალი, შემოქმედებითი და შთამაგონებელი სწავლება რუსთავის N23 სკოლაში - მე-4 კლასელებმა ასტროფიზიკოსს უმასპინძლეს
11-02-2026
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის IVდ კლასში (პედაგოგი ნანა გოგიტაური) საჩვენებელი აქტივობა ჩატარდა თემაზე - „პლანეტები“ .

მე-4 კლასელებისთვის, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ხელოვნებისა და ბუნების ინტეგრირებულ სწავლებას ეფუძნებოდა. ღონისძიებაზე მიწვეულმა ასტროფიზიკოსმა, ლექტორმა ვაჟა ქარუხნიშვილმა, ბავშვებისთვის და მშობლებისთვის ერთსაათიანი საინტერესო ლექცია ჩაატარა. ასტროფიზიკოსმა მოსწავლეებისთვის გასაგები ენით ისაუბრა, რამაც ლექცია ბავშვებისთვის მეტად შემეცნებითად აქცია. 

ლექციის შემდეგ კი, უკვე ღამის ცის ქვეშ, სკოლის ეზოდან ტელესკოპის საშუალებით მოსწავლეებს პლანეტებზე დაკვირვება შესთავაზა, რაც ბავშვებისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა. 

ღონისძიებას კი წინ უძღოდა ბავშვების ენთუზიაზმით სავსე მუშაობა პროექტზე - „პლანეტები“, ასევე ქვაზე ხატვის აქტივობა. თითოეულმა ბავშვმა თავისი რჩეული პლანეტა წარმოადგინა, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ეფექტურია შემოქმედებითი მიდგომა სწავლის პროცესში.

ბატონმა ვაჟა ქარუხნიშვილმა ბავშვებს დეტალურად განუმარტა მრავალი მნიშვნელოვანი ცნება, პლანეტების განლაგება, შემადგენლობა, მნიშვნელობა და მათი როლი სამყაროში.

აქტივობას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე.

„ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ცოცხალი, შემოქმედებითი და შთამაგონებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეცნიერება რეალურ გამოცდილებად იქცა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება