| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების - გეგა კორძაიასა და ბესარიონ კატშანის სპორტული წარმატებით ხარობენ.
მოსწავლეებმა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.
5-15 თებერვალს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ტარდება ევროპის ჩემპიონატი MMA -ში (შერეული საბრძოლო ხელოვნებები). 7 თებერვალს ასპარეზობდნენ 12-16 წლამდე ასაკის სპორტსმენები. მათ შორის, წალკის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - გეგა კორძაია და ბესარიონ კატშანი, რომლებიც არაიან წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლის აღსაზრდელები და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები აღნიშნულ სპორტის სახეობაში.
ორივე მათგანმა საპრიზო ადგილები დაიმსახურა: გეგა კორძაია (48 კგ) გახდა ევროპის 2026 წლის ვიცე-ჩემპიონი, ანუ ვერცხლის მედლის პრიზიორი, ხოლო ბესარიონ კატშანმა (62 კგ) დაიმსახურა მესამე ადგილი და გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წალკის N1 სკოლა ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას“,- აღნიშნავენ სიხარულით სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა