სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდები უკითხავენ პატარებს“ - ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯარდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
11-02-2026
-
+


ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას სკოლა შეუერთდა საინტერესო და ემოციური აქტივობით - „დიდები უკითხავენ პატარებს“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო კითხვის პოპულარიზაცია, უფროსი და უმცროსი ასაკის მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება და წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი ლარისა ლიპარტელიანი გახლავთ, 1-ელი კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს მათი ასაკის შესაბამისი საინტერესო ნაწარმოებები.

მეგობრულ და თბილ გარემოში წარიმართა, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებში დიდ ინტერესს და სიხარულს იწვევდა.

„აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ წიგნის კითხვა მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის - ის ხელს უწყობს კითხვის კულტურის განვითარებასა და სასკოლო საზოგადოების გაძლიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება