სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს კვირეული მიეძღვნა 
11-02-2026
-
+


დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

რა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიმართულ მსოფლიო კამპანიას. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლაში კვირეული მოეწყო. 

კვირეულს სხვადასხვა კლასების მოსწავლეები შეუერთდნენ და ერთმანეთს ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

მოსწავლეთა ნაწილმა პიტერ პანის მე-4 თავის ინგლისურ ენაზე წაკითხვის აღნიშნა ეს დღე. 

ეპიზოდის ხმამაღლა წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა განიხილეს თავი და პერსონაჟები. შემდეგ კი მოთხრობის მიხედვით კომიქსები შექმნეს, წარმოაჩინეს კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნების უნარი. აქტივობა მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო აღმოჩნდა და ბავშვების მაღალი ჩართულობით გამოირჩა. 

სხვა კლასის მოსწავლეებმა კი ერთად წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა, ჩაუღრმავდნენ აზრებს, იმსჯელეს და იმუშავეს ჯგუფებში. კითხვის პროცესში არა მხოლოდ ტექსტი გააცოცხლეს, არამედ ერთმანეთის მოსმენაც, აზრის გაზიარებაც და თანაგრძნობაც ისწავლეს.

„სწორედ ასეთ წუთებში იზრდება მკითხველი, მოაზროვნე და გულისხმიერი ადამიანი, ვამაყობთ ჩვენი პატარა მკითხველებით და ვუსურვებთ კიდევ ბევრ ასეთ შთამაგონებელ შეხვედრას წიგნებთან“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესი. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება