| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

8 თებერვალს izrune.ge-მ ცოდნის ზეიმი მოაწყო ასობით იზრუნელისთვის, მათი მშობლების, სტუმრებისა და განათლებული თაობების გულშემატკივრებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში წარმატებულ „იზრუნელებს“ პერსონალური დიპლომები გადაეცათ. დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“ და გამორჩეულ მოსწავლეთა დამრიგებლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის N103 საჯარო სკოლის IIIდ კლასის მოსწავლეები - გაბრიელ აფციაური და იოანა კვანტალიანი და მათი დამრიგებელი ნატალია წიკლაური.
საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიური პორტალის - Izrune.ge-ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
მეტად მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაცია და დისკუსია ოჯახის, ბავშვის და სკოლის როლის შესახებ.
izrune.ge-ს შემოდგომის სეზონის ტესტებსა და ოლიმპიადებში აქტიური ჩართულობის გამორჩეული წარმატებებისა და ბრწყინვალე შედეგების დასტურად დაჯილდოვდნენ თბილისის N103 საჯარო სკოლის IIIდ კლასის მოსწავლეები - გაბრიელ აფციაური და იოანა კვანტალიანი. გაბრიელ აფციაურმა ასევე ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს ქართული, მათემატიკური, ინგლისური, ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადებში და წარმატების დამადასტურებელი დიპლომებიც მიენიჭა.
დიპლომი გადაეცა, ასევე, მათ დამრიგებელს - ნატალია წიკლაურს საუკეთესო მოსწავლეების აღზრდისთვის, ცოდნის განმტკიცების ხელშეწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვისთვის.
სკოლაში მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს წარმატებას ულოცავენ.
„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა