სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, კიდევ არაერთხელ გვასახელებ ჩვენო მარგალიტო“-მელეს საჯარო სკოლის მოსწავლე ნანუკა ონიანმა ძიუდოს სარეიტინგო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
10-02-2026
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

მე-6 კლასელმა, ნანუკა ონიანმა საქართველოს ძიუდოს სარეიტინგო ტურნირში გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„კიდევ ერთი სიხარული! მელეს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეს - ნანუკა ონიანს ვულოცავთ კიდევ ერთ გამარჯვებას.

პატარა, მაგრამ სულიერი სიძლიერითა და მიზანდასახულობით გამორჩეული  ძიუდოისტი გოგონა-ნანუკა ონიანი, რომელმაც   ლაშხეთის სექციაში ვარჯიში  სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო,   ღირსეულად გამოვიდა  საქართველოს ჯიუდოს სარეიტინგო ტურნირში ძიუდოში გოგონებს შორის და პირველი ადგილი დაიკავა.

 - ეს იყო მისი შეუდრეკელი შრომის,  ვარჯიშისა და მწვრთნელის სიყვარულით სავსე მხარდაჭერის ნათელი ნაყოფი.  განსაკუთრებული მადლობა მის მწვრთნელს - ივანე ონიანს.

ეს მიღწევა კი მხოლოდ დასაწყისია - მას წინ დიდი გზა და არაერთი წარმატება ელოდება, სადაც პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთხელ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე. მან უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, მალე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა მოგველოცოს.

გილოცავთ ნანუკა ამ გამარჯვებას. კიდევ არაერთხელ გვასახელებ ჩვენო მარგალიტო“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება