სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გილოცავთ, მოსწავლეთა გამორჩეულ შედეგებს“-პატარა არაქალის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეთა წარმატების შესახებ „ეტალონისგან“ ოფიციალური წერილი მიიღო
10-02-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნერსეს ლორეციანი,  ვარდუჰი ბესენციანი და ვანიკ ბესენციანი „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეები არიან.

მე-9 კლასელი ვანიკ ბესენციანი, საქართველოს მასშტაბით, ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების, ​შესაბამისი კლასის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. 

მე-7 კლასელი ვარდუჰი ბესენციანი, მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ათეულში იკავებს საპატიო ადგილს. 

მე-9 კლასელი ნერსეს ლორეციანი, კი მათემატიკის ოლიმპიადის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა ათეულშია. 

მოსწავლეები წარმატების დამადასტურებელი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექტორმა, მელანია ვართანიანმა მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატების შესახებ „ეტალონი-მედია“ ჯგუფისგან ოფიციალური წერილი მიიღო.

„გილოცავთ და სიამაყით გაცნობებთ, რომ თქვენი სკოლის მოსწავლეებმა გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2025 წლის შემოდგომის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა გამორჩეულმა შედეგებმა და ჩართულობამ არა მხოლოდ მათი შესაბამისი ცოდნა და მომზადების მაღალი დონე წარმოაჩინა, არამედ თქვენი სკოლის საგანმანათლებლო სიძლიერის წარმოჩენასაც შეუწყო ხელი.

უდავო ფაქტია, რომ მოსწავლეთა და სკოლების პოზიტიური საგანმანათლებლო წარმოჩენა, რასაც უკვე 21 წელია ემსახურება არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების ეროვნული ფლაგმანი „ეტალონი“ და მისი პროექტები - აუცილებელი კომპონენტია მომავალი თაობის ეფექტური მოტივაციისთვის“, - ვკითხულობთ წერილში. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება