სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიკითხოთ ყოველდღე, რადგან კითხვა გვზრდის, გვაერთიანებს და გვაძლიერებს“- ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
10-02-2026
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, საჯაროდ კითხვა მოეწყო. მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. 

მოსწავლეებმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაც აღნიშნეს და დასძინეს, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია.

„წიგნის კითხვის მსოფლიო დღე გვახსენებს, რომ წიგნი მხოლოდ ტექსტი კი არა-ეს არის ფანჯარა ცოდნაში, ემპათიასა და თავისუფალ აზროვნებაში. ერთი წიგნი შეიძლება გახდეს ახალი იდეის, ოცნების ან გზის დასაწყისი. ვიკითხოთ ყოველდღე, რადგან კითხვა გვზრდის, გვაერთიანებს და გვაძლიერებს“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება