სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლასურიაშის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
10-02-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები პატრიოტულ მოტივებსა და ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, ისტორიული მეხსიერების და ქართული სახელმწიფოს განვითარების მიმართ ინტერესის გაღრმავება.

ღონისძიება გამოირჩეოდა კარგად დაგეგმილი სტრუქტურითა და შინაარსობრივი მრავალფეროვნებით.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს დავით აღმაშენებლის ცხოვრების, სახელმწიფოებრივი რეფორმებისა და სამხედრო წარმატებების ამსახველი პრეზენტაციები, ლიტერატურული კომპოზიციები და
ისტორიული მონოლოგები, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: „რა? სად?როდის?“, რამაც ხელი შეუწყო თემის სიღრმისეულ გააზრებას.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მონაწილეთა ჩართულობა და პასუხისმგებლობით შესრულებული დავალებები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა დავით აღმაშენებლის როლი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში და მის მიერ გატარებული რეფორმების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა შეძლეს ისტორიული ფაქტების ანალიზი და მათი თანამედროვე კონტექსტთან დაკავშირება, რაც კრიტიკული აზროვნების განვითარებასაც უწყობდა ხელს.

აღსანიშნავია, რომ წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 901 წელი გავიდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება