| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„წიგნი არის ფანჯარა, რომლიდანაც სამყაროს ვუცქერთ“- აღნიშნავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ.
სკოლაში, საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
დაბა ურეკის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარმა, სესილი გვარჯალაძემ წიგნის საჯაროდ კითხვა კითხვა მოაწყო.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებიდან, ისაუბრეს საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წიგნის მნიშვნელობასა და კითხვის სიყვარულს, რომელიც ბავშვებში აზროვნებას, წარმოსახვასა და სულიერ სამყაროს ამდიდრებს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა