სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნი აერთიანებს, შთააგონებს და გვაძლიერებს!“ - გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და რადიოეთერით შეხსენებული წიგნის კითხვის მნიშვნელობა
10-02-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს, სკოლის თვითმმართველობის წევრებმა სკოლის რადიოს მეშვეობით ხმამაღლა გააცნეს თანატოლებს დღევანდელი დღის მნიშვნელობა.

რადიოეთერით გაჟღერებულმა სიტყვებმა სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კითხვა მხოლოდ სასწავლო ვალდებულება არ არის - ის ფიქრის, წარმოსახვისა და თავისუფლების წყაროა.

მოსწავლეების მიერ გაზიარებულმა გზავნილებმა სკოლის სივრცეში განსაკუთრებული, წიგნებით სავსე განწყობა შექმნა და ყველას შეახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კითხვის კულტურის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

„წიგნი აერთიანებს, შთააგონებს და გვაძლიერებს!“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და
ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება