| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მოსწავლის ანა ბუჩუკურის მორიგ სპორტულ წარმატებას დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს.
5 თებერვალს, ქ.თბილისში, დიღმის ძიუდოს აკადემიის სპორტდარბაზში გამართულ საქართველოს პირველ სარეიტინგო ტურნირზე (2010–2011 წწ. დაბადებულ გოგონათა შორის) სკოლის IX კლასის მოსწავლემ, არხილოსკალოელმა ანა ბუჩუკურმა ღირსეულად იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა-52 კგ წონით კატეგორიაში, 2011 წელს დაბადებულ გოგონათა შორის.
ანა მეთექვსმეტე ფინალიდან ჩაერთო ასპარეზობაში და ხუთივე ორთაბრძოლა ისეთი თავდაჯერებითა და ოსტატობით წარმართა, რომ გამარჯვება უბრალოდ შედეგი კი არა- შთამბეჭდავი გზავნილი გახდა: შრომა, მიზანდასახულობა და მტკიცე ხასიათი ყოველთვის თავის სიტყვას ამბობს.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ანას მწვრთნელებს -კახა წიკლაურსა და ტარიელ ბექაურს, რომელთა პროფესიონალიზმი და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ამ წარმატებით.
„ანა, შენ ხარ ჩვენი სკოლის ღირსება! შენი დაუღალავი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა გვაძლევს რწმენას, რომ ეს ოქრო მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება, მედალი და ბედნიერი წუთია.
არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექცია , სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია სიმონიძე და მთელი სასკოლო საზოგადოება გულით გილოცავთ, ანა!
ვულოცავთ ასევე შენს ოჯახს, მწვრთნელებს, მეგობრებს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს და ყველა გულშემატკივარს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ძლიერ სულს, თავდაჯერებას და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას!“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა