სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლის მე-3 კლასელები „სტუმრად წიგნების სამყაროში“ 
09-02-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. 

III კლასის დამრიგებელმა, რიტა ოთარაშვილმა, მოსწავლეებთან და სკოლის ბიბლიოთეკართან -მაყვალა ტარტარაშვილთან ერთად, ბიბლიოთეკის მყუდრო, „ჯადოსნურ“ გარემოში დაგეგმეს შეხვედრა, სადაც ბავშვებთან ერთად ისაუბრეს: რატომ არის კითხვა მნიშვნელოვანი, როგორ ვკითხულობთ გამომსახველად (ინტონაცია, პაუზა, ემოცია), როგორ ვუფრთხილდებით წიგნს და როგორ ვიყენებთ ბიბლიოთეკას.

შემდეგ კი ისტორიები ხმამაღლა კითხვით ისტორიები გააცოცხლეს. ბავშვებმა მონაკვეთები როლებად წაიკითხეს, ერთმანეთს მოუსმინეს, იმსჯელეს პერსონაჟებზე და ტექსტის მთავარ აზრზე.

„პატარა მკითხველების ანთებული თვალები საუკეთესო დასტურია იმისა, რომ წიგნი მართლაც სასწაულმოქმედია“, - სიხარულით აღნიშნავს პედაგოგი რიტა ოთარაშვილი. 

მნიშვნელოვანია შეხვედრის შედეგი: გაძლიერდა მოსწავლეთა მოტივაცია კითხვისადმი, ბავშვებმა ივარჯიშეს გამომსახველ კითხვაში და ტექსტის გაგება-გააზრებაში, დაიწყეს შემოქმედებითი ნაწილი - კედლის გაზეთის და მინი-მაკეტის შექმნა („სტუმრად წიგნების სამყაროში“), რათა „წიგნების სამყაროში მოგზაურობა“ ვიზუალურადაც გავაცოცხლოთ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს თავიდანვე შევაყვაროთ ლიტერატურა და ვაჩვენოთ, რომ კითხვა არის დიდი აღმოჩენა, ემოცია და განვითარება, გზა უკეთესი მეტყველების, ფართო ლექსიკის, წარმოსახვისა და თვითგამოხატვისკენ“,-დასძენს პედაგოგი. 

სკოლის დირექტორი, ეკატერინე ჩიტაური და სკოლის დირექცია მადლობას უხდის III კლასის დამრიგებელს/მასწავლებელს, ქალბატონ რიტა ოთარაშვილს, პროექტის იდეისთვის, მაღალი ორგანიზებულობისთვის და შედეგიანად განხორციელებული „კითხვის საერთაშორისო დღის“ ღონისძიებისთვის - „სტუმრად წიგნების სამყაროში“.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარს, ქალბატონ მაყვალა ტარტარაშვილს, რომელმაც ბიბლიოთეკაში შექმნა თბილი, თემატურად გაფორმებული და შთამაგონებელი გარემო, სადაც ბავშვებისთვის კითხვა ნამდვილ თავგადასავლად გადაიქცა.

დიდი მადლობა III კლასის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის, პასუხისმგებლობისა და გულწრფელი მსჯელობისთვის, თქვენმა მონაწილეობამ ღონისძიება ნამდვილ „კითხვის დღესასწაულად“ აქცია!

გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს: კითხვის ჩვევის განმტკიცებას, მეტყველებისა და არგუმენტაციის განვითარებას, კლასის ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის გამყარებას, ეროვნული ლიტერატურული მემკვიდრეობის დაფასებას.

მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ბავშვებს წიგნთან ამეგობრებს და ცოდნის სიყვარულს კიდევ უფრო აძლიერებს“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება