სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა კლიმატის ცვლილებასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
09-02-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

სულ ახლახან, მოსწავლეთა პრეზენტაცია  გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-13 მიზანს - კლიმატის ცვლილებასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეებს მიეძღვნა. 

პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლმა - სოფიო ბერიძემ, პრეზენტაცია კი წარადგინეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა. 

მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს კლიმატის ცვლილების მიზეზები, გლობალური და ლოკალური საფრთხეები, ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოზე და ის პრაქტიკული ნაბიჯები,რომლებიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გადადგას გარემოს დასაცავად. 

პრეზენტაციას ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება - ადმინისტრაციის წევრები, მასწავლებლები... პრეზენტაცია იყო ინტერაქტიული და საგანმანათლებლო ხასიათის. განხილვა წარიმართა აქტიური ჩართულობითა და მსჯელობით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და ეკოლოგიერი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისათვის.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებში გლობალური გამოწვევების გააზრებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიებებას. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება