| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს საინტერესო ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული სამუშაოებით სწავლობენ. აღნიშნული აქტივობები მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, მე-8 კლასში ბიოლოგიაში ჩატარებული მეტად საინტერესო გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი არმინე აბელიანი ხელმძრვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - „სისხლის შემადგენელი ნაწილები“.
სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ჩაატარეს ექპერიმენტი სისხლის შემადგენელი ნაწილების შესახებ, ექსპერიმენტისთვის კი გამოიყენეს პლასტელინი, ზეთი, ჟელეს კანფეტები, წებო და სხვა მასალა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა, მოსწავლეებმა სისხლის შემადგენელი ნაწილები საფუძვლიანად შეისწავლეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა