| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
სკოლამ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.
სკოლაში უზრუნველყოფილია როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლეებლთა საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული გარემო. პროფესიონალი პედაგოგები კი ზრუნავენ მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე. აღნიშნული წარმატება მთელი სასკოლო საზოგადოების დიდი შრომის დადასტურებაა.
სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვა და წარმატებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
„სიხარულით და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გაცნობებთ, რომ ჩვენმა სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა არის ჩვენი სასწავლო გარემოს ხარისხის, უსაფრთხოების, პროფესიონალიზმისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვის ოფიციალური აღიარება.
ავტორიზაცია ნიშნავს, რომ სკოლა სრულად აკმაყოფილებს განათლების ხარისხის სტანდარტებს - როგორც სასწავლო პროცესის, ისე ინფრასტრუქტურის, მართვის სისტემისა და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს მიმართულებით.
ეს წარმატება ეკუთვნის თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენი სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს:
პედაგოგებს - მათი თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის;
მოსწავლეებს - მათი მონდომებისა და აქტიურობისთვის;
მშობლებს - ნდობისა და მხარდაჭერისთვის;
და ადმინისტრაციას - მუდმივი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის;
ავტორიზაცია ჩვენთვის მხოლოდ სტატუსი არ არის - ეს არის მოტივაცია, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი, ინოვაციური და მოსწავლეზე მორგებული განათლება შევთავაზოთ ჩვენს მომავალ თაობას.
ვაგრძელებთ განვითარებას, ვქმნით უკეთეს სასწავლო გარემოს და ერთად ვწერთ ჩვენი სკოლის წარმატების ისტორიას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა