| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია.
პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ბავშვებს შეასხსენეს, რომ წიგნი საუკეთესო მეგობარია. შემდეგ მოსწავლეებმა თავადვე შეიტანს წვლილი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში. მათ შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს საჯაროდ კითხვის სიხარული გაუზიარეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა