| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N128 საჯარო სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლაში განხორციელდა პროექტი - „გვახსოვდეს ჰოლოკოსტი“, რომლის მიზანი იყო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, ტოლერანტობის, ჰუმანიზმისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ღირებულებების გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყვეს ჰოლოკოსტის კუთხე, წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შეასრულეს ისრაელის ჰიმნი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას.
პროექტი იყო მასშტაბური და მრავალფეროვანი. ღონისძიებას დაესწრნენ მიწვეული სტუმრები - ისრაელის ელჩის მოადგილე და საელჩოს წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდა ინტეგრირებულად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ და
დირექტორ გულიკო ხორბალაძესთან ერთად.
დიდი მადლობა ქალბატონ გულიკოს მხარდაჭერისთვის, მადლობა, ისტორიის მასწავლებელს მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ
მუსიკისა და ინგლისურის მასწავლებლები - ირინა ბეგიჯანაშვილი და ილონა აფაქიძე-რეზნიჩენკო. ასევე დიდი მადლობა მათ გაწეული საქმიანობისთვის და
რაც მთავარია ბავშვები იყვნენ საუკეთესოები და მათი გამოსვლები იყო ბრწყინვალე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა