სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა გუნდი საქართველოს STEM ჩემპიონატის საუკეთესო ათეულშია
04-02-2026
-
+


ქართულ-ამერიკულ უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. 

ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი - STEM ოლიმპიადის I ტური, სადაც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ჭყონდიდელის ფილიალი საქართველოს საუკეთესო 10 გუნდს შორის მოხვდა.

ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 125 სკოლა მონაწილეობდა, საიდანაც მეორე ტურში გადასვლა მხოლოდ 63-მა გუნდმა შეძლო.

გუნდის ხელმძღვანელი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი გახლავთ.

გუნდის მენტორები არიან - გენადი ბოლქვაძე და ანა შარაშენიძე.

ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები:

  • მათემატიკა - საბა ლონდარიძე, დანიელ წულუკიძე,ლევან ქვლივიძე;
  • ფიზიკა - ანა ხუჭუა, ნიკოლოზ კაჭახიძე.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი უკვე მესამედ ტარდება. 2024 წელს გაიმარჯვა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ჭავჭავაძის ფილიალმა, ხოლო 2025 წელს ჭყონდიდელის ფილიალი ვიცე- ჩემპიონი გახდა.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მენტორებს მიღწეულ შედეგს. წარმატებებს ვუსურვებთ GAHS-ისა და GAS-ის გუნდებს შემდეგ ორ ტურში — წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება