| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას მართავენ.
რა თქმა უნდა, მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
დაწყებითი კლასების პედაგოგებმა - მანანა ბარამიძემ და ანუკი თოდრიამ ჩაატარეს „კითხვის საათი“.
პედაგოგები პატარებს ესაუბრნენ წიგნის მნიშვნელობაზე, კითხვით მიღებული ცოდნისა და მისი გამოყენების გზებზე.
მოსწავლეებს გააცნეს რამოდენიმე ავტორი, მათი წიგნები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წიგნზე - „ასი იგავ-არაკი“.
თითო იგავი წაიკითხა სათითაოდ ყველა მოსწავლემ. ერთად ისაუბრეს ამ იგავების თემატიკაზე. გამოყვეს მნიშვნელოვანი საკითხები, რჩევები, ასევე იმსჯელეს საკითხის გარშემო.
„მიზანი მიღწეულია, ბავშვებს კითხვის სურვილი და მოტივაცია გაუჩნდათ. ეს დღე დიდხანს ემახსოვრებათ, როგორც ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი საათი. უკუკავშირშიც შედგა, რადგან კმაყოფილება ერთსულოვანი იყო. იმედია, წიგნიერება გაიმარჯვებს. ეს დღე იქნება საწყისი კითხვის სურვილისა. წარმატებები ჩემო პატარებო!“,- აღნიშნავს პედაგოგი მანანა ბარამიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა