სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108 საჯარო სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ
04-02-2026
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს, რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. 

27 იანვარი ჰოლოკოსტის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. როგორც მოსწავლეთა პედაგოგი ნინო უბირია აღნიშნავს აქტივობების მიზანი იყო ჰუმანური ღირებულებების გაღვივება - თანაგრძნობის, სიკეთისა და პასუხისმგებლობის სწავლება. 

„ამ დღესთან დაკავშირებით დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მიმეწოდებინა ჰოლოკოსტის მნიშვნელობა ჩემი პატარებისთვის ისე, რომ მათთვის ყოფილიყო საინტერესო, გასაგები და, რაც მთავარია, დასამახსოვრებელი.

აქვე მინდა აღვნიშნო საგნის მასწავლებელთა წვლილი - ნინო ომანაძე (მე და საზოგადოება), ჯილდა ჩაჩანიძე (ინგლისური ენა) ამ დღის მნიშვნელობის გააზრებაში საინტერესო გაკვეთილებითა და აქტივობებით, რამაც გამიადვილა თემის გაშლა ჩემს ფანტასტიურებთან. დიდი მადლობა, ჩემს კოლეგებს!

მიზანი იყო არა მძიმე ისტორიული ფაქტების გაზიარება, არამედ ჰუმანური ღირებულებების გაღვივება - თანაგრძნობის, სიკეთისა და პასუხისმგებლობის.

ერთობლივად შევქმენით სლოგანები, რომლებიც მშვიდობის, სიყვარულისა და ადამიანობის მნიშვნელობაზე გვესაუბრებოდა. მთავარი აქტივობა იყო „ხსოვნის სანთელი“ - სიმბოლო სინათლისა, რომელიც ბნელ პერიოდშიც კი არ ქრება. ბავშვებმა დახატეს სანთლები და თემატური ნახატები, საკუთარი ემოციებითა და ფიქრებით გადმოსცეს ის, რაც მოისმინეს და გაიაზრეს.

აქტივობის მსვლელობისას ბავშვებმა მოისმინეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დღის ცოდნა — იმისთვის, რომ ისტორიიდან ვისწავლოთ, შევინარჩუნოთ ადამიანური ღირებულებები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს.

ამ აქტივობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბავშვებთან ყველაზე რთულ თემებზეც კი შესაძლებელია საუბარი სიმბოლოებით, გულწრფელობითა და სითბოთი. მათ ნახატებში, კითხვებსა და კომენტარებში ნათლად გამოჩნდა თანაგრძნობა და სამართლიანობის განცდა.

„ხსოვნის სანთელმა“ ბავშვებს აჩვენა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია იყოს სინათლე — სიკეთის, მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის გამავრცელებელი.

ეს დღე დარჩება მათ მეხსიერებაში როგორც მშვიდი, მაგრამ ძლიერი გზავნილი: სიძულვილს არ უნდა მივცეთ ადგილი, ხოლო ადამიანობა ყოველთვის უნდა დავიცვათ!“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო უბირია.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება