| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ანაბასისში“ მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება.
27 იანვარს, სკოლაში ქართველთა განმანათლებელის - წმინდა ნინოს ხსენების დღეს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით გამოეხმაურნენ.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა თანატოლგანმანათლებელთა ინფორმირების მიზნით მოამზადეს პრეზენტაცია. მოხდა ანიმაციის ჩვენება, რომლის შემდეგ საქართველოს გაქრისტიანების შესახებ ვიქტორინა გაიმართა.
მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ წმინდა მოციქულთა სწორი ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა - ზაბულონი, საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა. წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, ვაზის ჯვრით იმ პერიოდში შემოვიდა, როდესაც ტახტს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მართავდნენ.
326 წელს, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის ნინოს ხსენების დღეს 27 იანვარს ზეიმობს.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს - აღნიშნავს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომალასა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა