სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ცოდნას“ X კლასის მოსწავლის - ანასტასია ხაჩიძის გამორჩეული სპორტული წარმატებები
02-02-2026
-
+


სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭრილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჟამად, სკოლაში X კლასის მოსწავლის - ანასტასია ხაჩიძის გამორჩეულ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.

ანასტასია ხაჩიძემ მხატვრულ ტანვარჯიშში არაერთ შიდა და საერთაშორისო ტურნირზე ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და სკოლის სახელი ღირსეულად წარმოაჩინა.

ანასტასიამ ნადეჟდა ორლოვას სახელობის ტურნირზე მოიპოვა სამი პირველი ადგილი (რგოლი, ბურთი და მრავალჭიდი). ასევე, ქეთის აკადემიის შიდატურნირზე მან მოიპოვა პირველი ადგილი მრავალჭიდში.

„Keti Cup“- ქეთი ხატაიშვილის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 700-მდე ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა, ანასტასიამ მესამე ადგილი დაიკავა რგოლით ვარჯიშში.

იგივე აკადემიის შიდატურნირზე კი კვლავ მოიპოვა პირველი ადგილი მრავალჭიდში.

თინათინ ნადირაშვილის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრში - „Tina Cup“ ანასტასიამ მესამე ადგილი დაიკავა..

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბაქოში გამართული „OCAQ CUP 2025“, სადაც 12-ზე მეტი ქვეყნისა და 400-მდე ტანმოვარჯიშის შორის მან მოიპოვა სამი პირველი ადგილი.

ასევე, ბათუმში, ნადეჟდა ორლოვას სახელობის შეჯიბრში, ანასტასიამ ოთხი პირველი ადგილი დაიკავა - რგოლით, ბურთითა და გურზებით ვარჯიშში.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

„სკოლა „ცოდნა“ გულითადად ულოცავს ანასტასია ხაჩიძეს ამ მნიშვნელოვან მიღწევებს და უსურვებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს სპორტულ და აკადემიურ გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება