სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეცნიერება სამზარეულოში“ - სკოლა „ანაბასისში“ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება 
02-02-2026
-
+


სკოლა „ანაბასისში“ წარმატებით დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი - „მეცნიერება სამზარეულოში“, რომელსაც სკოლაში მოქმედი მკვლევართა კლუბი „ანაბასისი“ ახორციელებს.

პროექტის მთავარი იდეა ეფუძნება მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს - „მეცნიერება ყველგან არის – მათ შორის ჩვენს სამზარეულოში“.

პროექტში ჩართულნი არიან:

  • მკვლევართა კლუბის წევრები — მენტორები;
  • IV კლასის მოსწავლეები;
  • მშობლები — საშინაო ექსპერიმენტების პროცესში;
  • მხარდამჭერები : სკოლის ადმინისტრაცია, მეოთხე კლასის ხელმძღვანელები, ბუნებისმეტყველების პედაგოგები.

პირველი შეხვედრა უკვე შედგა.

პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა IV კლასის მოსწავლეებთან გაიმართა, სადაც მკვლევართა კლუბის წევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი სახელწოდებით - „ცისარტყელა ჭიქაში“.

ექსპერიმენტის დროს მოსწავლეები დააკვირდნენ ფერადი სითხეების განლაგებას; მოუსმინეს ახსნას მარტივი, მათთვის გასაგები ენით; ჩაერთნენ კითხვებითა და ვარაუდებით; სწავლა მიმდინარეობდა არა მხოლოდ მოსმენით, არამედ ცდით, დაკვირვებით და აღმოჩენით.

ექსპერიმენტი გაგრძელდა სახლში: შაბათ-კვირას IV კლასის მოსწავლეებმა ექსპერიმენტი სახლში გაიმეორეს.

პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც, რაც როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია.

პროექტის ჯგუფში უკვე გავრცელდა: საინტერესო ფოტოები; შემოქმედებითი ვიდეორგოლები; ბავშვების დაკვირვებები და შთაბეჭდილებები; რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად ეფექტურია სწავლა მაშინ, როცა სკოლა და ოჯახი ერთად თანამშრომლობენ.

პირველი შედეგები უკვე სახეზეა: მაღალი მოტივაცია და ჩართულობა; ცნობისმოყვარეობა და კითხვების დასმა; მეცნიერებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; უფროსი მოსწავლეების მენტორული უნარების განვითარება;მშობლების აქტიური მონაწილეობა სასწავლო პროცესში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, და ეს მხოლოდ დასაწყისია. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს კიდევ ბევრი ექსპერიმენტი, კვლევა და აღმოჩენა ელით.

ჩვენ წინ გვაქვს გზა, სადაც მეცნიერება იქნება სახალისო, ხელშესახები და ცხოვრების ნაწილი.

„გაგრძელება აუცილებლად იქნება! მკვლევართა კლუბის წევრები, პროექტის ფარგლებში, განსახორციელებელი ექსპერიმენტების შერჩევისას დაეყრდნენ SALiS სამეცნიერო ლაბორატორიის სახელმძღვანელოს -„მეცნიერება სამზარეულოში“, სწორედ ეს სახელმძღვანელო გახდა ინსპირაცია პროექტისათვის! მადლობა ავტორებს!“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება