სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლის - ნიკოლოზ ხულორდავას ბრწყინვალე წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაში
02-02-2026
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. თითოეული მოსწავლის წარმატება კი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი სიხარულის მიზეზია. როცა შრომა, მონდომება და ცოდნის სიყვარული ერთიანდება, შედეგიც განსაკუთრებულია.

ამჯერად სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლის - ნიკოლოზ ხულორდავას წარმატებას აღნიშნავენ. 

ნიკოლოზ ხულორდავამ, King’s-ის 2025 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადასა და „თეზერის“ ციფრული ფინანსების ტესტში საქართველოს მასშტაბით, უმაღლესი ჯამური შეფასება დაიმსახურა. 

ნიკოლოზის წარმატებას საფუძვლად უდევს დიდი მონდომება და შრომა, რასაც თან ახლდა მისი მათემატიკის მასწავლებლის - ეკა ლომინაძისა და დამრიგებლის - ეკა ბიბილურის - გულშემატკივრობა და მხარდაჭერა.

გამორჩეული მიღწევისთვის ნიკოლოზს დიპლომთან ერთად საჩუქრად ლეპტოპი გადაეცა.

სკოლაში ნიკოლოზ ხულორდავას წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„გულითადად ვულოცავთ ნიკოლოზს და მის მშობლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვამაყობთ და მომავალშიც ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება