| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ზამთარი“ იმუშავეს და საინტერესო შემოქმედებითი ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეებმა კედლის თემატური გაზეთები და პლაკატები დაამზადეს და წიგნებიც აკინძეს, შემდეგ კი ნამუშევრების საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს - დაახასიათეს წელიწადის ეს ულამაზესი დრო, ისაუბრეს მათთვის საყვარელ ზამთრის დღესასწაულებზე.
მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და პედაგოგი სიამაყით აავსეს.
„ჩემი კუდრაჭები ძალიან კარგი პრეზენტაციით წარდგნენ!“,- აღნიშნავს პედაგოგი მაია ფიცხელაური და ახარებს მოსწავლეთა მონდომება და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა